საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 8 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საიას განცხადებაში ნათქვამია, რომ აქციაზე გამოყენებული საპოლიციო ძალა უკანონო და არაპროპორციული იყო.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცესკოს წინ აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, რაც საქართველოს კონსტიტუციით დაცული შეკრების თავისუფლების უხეშ დარღვევას წარმოადგენდა.