საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯმდომარის სულხან სალაძის განცხადებით, საია იკვლევს, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტს პოლიტიკური წინაპირობა ხომ არ ჰქონდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე რთულია საუბარი შეიძლება თუ არა ამ კონკრეტულ შემთხვევას მათ შორის არჩევნებთან და წინასაარჩევნო მოვლენებთან კავშირი ჰქონოდა. ცნობისთვის, 9 დეკემბერს ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა. კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში ინსულტით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს.