საია "საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს - Palitra News

საია "საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

2020-05-25 10:01:52+04:00

"საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ცვლილებებით მთავრობას განუსაზღვრელი უფლებამოსილება ენიჭება და ისინი ამასთანავე არაკონსტიტუციურია.

"საიას" წარმომადგენლის განცხადებით, კონკრეტული შეზღუდვები საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტის საფუძველზე უნდა წესდებოდეს.