საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით დაწყებულ პროექტზე მუშაობა დაასრულა. პროექტი 2015 წლის სექტემბრიდან ხორციელდებოდა და სამ ძირითად მიმართულებას მოიცავდა. კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვები. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების გამჭირვალობა და ინფორმაციის თავისუფლების საკითხები. პროექტი ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.