საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი განმარტავს, რატომ მოხდა ორგანზაციის ჩართვა საჭირო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდისას და სად ჩარიცხა ორგანიზაციამ აღნიშნული გირაო.
როგორც სიმონიშვილი ამბობს, საია პროცესში მონაწილეობას დათანხმდა იმიტომ, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელის შეფასებით, „დღეს საქართველო არის მნიშვნელოვან პოლიტიკურ კრიზისში“.