ჩვენ რაც გადავამოწმეთ, ეს ინფორმაცია დადასტურდა - ჯერი საგამოძიებო უწყებებზეა, - ამის შესახებ ინფორმაციას საია-ს აღმასრულებელი დირექტორი, ირმა პავლიაშვილი აცხადებს, რომელიც მთავარ პროკურატურაში გამოკითვაზე მივიდა. მისივე თქმით არასამთავრობოები ვალდებულები არ არიან საკუთარი წყარო დაასახელონ. პავლიაშვილის განცხადებით წყარო საუბრობდა თათბირზე, რომელიც სავარაუდოდ, 5 ნოემბერს გაიმართა და სამართალდამცველებს შეუძლიათ გადაამოწმონ იყო თუ არა ნამდვილად აღნიშნული თათბირი.