საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარლამენტს მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულების დარღვევით გამოვლენილ რომელიმე კანდიდატს მხარი არ დაუჭიროს . საია-ს თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, ინსპექტორობის კანდიდატების შერჩევის დროს კომისიამ დებულებით განსაზღვრული წესი დაარღვია.
მისივე განმარტებით, აღნიშნული საკითხების სამოტივაციო წერილში ასახვა ისეთივე ვალდებულება იყო, როგორც დებულებით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტის წარმოდგენა.
შეგახსნებთ, სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად ორი კანდიდატი - ვალერი ლომუაშვილი და ლონდა თოლორაია 3 ივნისს წარუდგინა.
სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატის შესარჩევად ღია კონკურსი 2019 წლის 17 მაისს საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოცხადდა.