საია-მ მთავარ პროკურატურას მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმის საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.როგორც საია-ს იურისტმა, სულხან სალაძემ აღნიშნა, ამ დრომდე არ არსებობს ინფორმაცია გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.მისივე განმარტებით,საია დღევანდელი მიმართვის საფუძველზე მოითხოვს გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებას, ან გამოძიების დაწყებას თუ დაწყებული არ არის.