ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გენერალურ პროკურატურას მიმართავს და მოითხოვს გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების ფატზე გამოძიება დაიწყოს.
საიას თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით საუბარია არა უბრალოდ ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლზე არამედ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ კომპლექსზე. მისივე თქმით, გამოძიებამ უნდა შეისწავლოს ჩინოვნიკების მხრიდან ადგილი ხომ არ ჰქონდა გულგრილობას, ვინაიდან გელათის არასწორი გადახურვის გამო დაზიანდა როგორც მტავარი ასევე მეორე მცირე ზომის ტაძარიც.