საია დღეს ეკა ბესელიას საქმეში ჩაერთვება, იმ საქმეში, რომელიც შეეხება 2 წლის წინ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას და ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიების არაეფექტურობას.
იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნიკოლოზ სიმონიშვილის განცხადებით აღნიშნულ საქმეზე, საგამოძიებო ორგანოები არაფერს არ აკეთებენ, რაც ეჭვს ბადებს, რომ ამ ყველაფერში ხელისუფლების დაინტერესებაა.