მედიის წარმომადგელნების მიმართ განხორციელებული ძალადობიდან 1 წელი გავიდა. თუმცა, დღემდე 5 ივლისის მთავარი ორგანიზატორები არ დასჯილან. დაზარალებულთა უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. მათი განმარტებით, პასუხისმგებელი პირები თავად ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, მათ შორის პრემიერ-მინისტრი.
მათივე განმარტებით, ამ ეტაპისთვის 5 ივლისის საქმეზე 30 პირის ბრალეულობაა გამოკვეთილი, რეალურად კი დამნაშავეთა წრე გაცილებით მეტია.