საჰაერო ტაქსით თბილისიდან ბაქოს მიმართულებით მგზავრობა 6 930 დოლარი ეღირება. საჰაერო ტაქსით ადგილობრივ და საერთაშორისო ჩარტერულ რეისებს „აჭარა ჯგუფის“ კუთვნილი ავიაკომპანია „ავიატორი“ ახორციელებს. კომპანიამ კომერციული ფრენები გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო.
ფრენები ხორციელდება როგორც შიდა აეროპორტებში - ბათუმის, ქუთაისის, მესტიის, ამბროლაურის, თელავის მიმართულებით, ისე საზღვარგარეთ. ავიატორის საჰაერო ტაქსით ფრენები ასევე ხორციელდება ბაქოს, ერევნის, ისრაელის, ირანისა და თურქეთის მიმართულებით.