იტალიაში საჰაერო ბურთების ფესტივალი იმართება. მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ საჰაერო ბურთების ღონისძიებაში მონაწილეობას, ათობით მონაწილე იღებს. ფესტივალის ფარგლებში მონაწილეები ერთმანეთს ფინიშამდე მისვლაში ეჯიბრებიან. ღონისძიება უმბრიანის ღვინის მდელოს ტერიტორიაზე იმართება. ფესტივალის კულმინაცია 30 ივლისს იქნება, როდესაც მონაწილეთაგან ერთ-ერთი, კერძოდ ის ვინც ფინიშის ხაზთან პირველი მივა, პრესტიჟულ ვერცხლის თასს დაეუფლება. ეს ღონისძიება იტალიაში ყოველწლიურად იმართება.