საგზაო მოძრაობის დამრღვევ მძღოლებზე სანქციები კიდევ მეტად მკაცრდება. ამის შესახებ შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტში ვკითხულობთ. ასევე ფართოვდება დასჯადი ქმედებები. უფრო კონრკეტულად კი, ახალი ცვლილებების მიხედვით, სანქციები უფრო მეტად გამკაცრდება ისეთ მძღოლებზე, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში, ან გადაჭარბებული სიჩქარით მართავენ ავტოსატრანსპორტო საშუალებას. რეგულაციები ასევე მკაცრდება საგზაო მოძრაობის წესების დაუცველობისთვის, მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის. ამასთან, ჯარიმა იზრდება იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნას მძღოლი არ დაემორჩილება. ადმინისტრირების გამკაცრების ეფექტიანობას ეჭვის ქვეშ აყენებს არასამთავრობო სექტორი. HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ვიდეოკამერით ქულების ჩამოწერის შემთხვევაში, მძღოლებს შეუძლიათ თავი აარიდონ სანქციას და კუთვნილი ავტომობილი ისეთ პირზე გადააფორმონ, რომელიც არ ფლობს მართვის მოწმობას. ვასო ურუშაძე უკმაყოფილებას იმაზეც გამოთქვამს, რომ ხელისუფლება, ტრანპოსრტის საკითხებზე მომუშავე ორგანზიაციებს საშუალებას არ აძლევს, რომ რეფორმების შემუშავების პროცესში მიიღონ მონაწილეობა და რეკომენდაციები წარმოადგინონ. აღსანიშნავია, რომ ახალი ცვლილებით ასევე განისაზღვრება, მართვის მოწმობაზე მინიჭებულ ქულათა რაოდენობის ამოწურვის შემთხვევაში, მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების ამოქმედების ვადა. შსს-ს განმარტებით, პროექტის შემუშავება, ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.