ბარსელონაში ანტონიო გაუდის პროექტის მიხედვით საგრადა-ფამილიას, ტაძრის მშენებლობა 1882 წელს დაიწყო, თუმცა მშენებლობის ოფიციალური ნებართვა მხოლოდ ახლა გაიცა.საეკლესიო ფონდსა და ქალაქის საბჭოს შორის ორწლიანი მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც, მშენებლობას ლიცენზია მიენიჭება, სანაცვლოდ კი ფონდი 22 მილიონ ევროს გადაიხდის.რომელიც ქალაქის ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის მორგებას მოხმარდება, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის და მიმდებარე ტერიტორიის გაუმჯობესებას. რაც ტაძრის მშენებლობის დასულებას შესაძლებელს გახდის. მისი დასრულება, სავარაუდოდ, 8 წელიწადში მოხერხდება, გაუდის გარდაცვალებიდან საუკუნის, ხოლოდ ტაძრის მშენებლობის დაწყებიდან 143 წლის შემდეგ.