ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს საქართველომ რამდენიმე სტრატეგიულ სავაჭრო პარტნიორთან დაასრულა თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, 2018-ში თავისუფალ ვაჭრობაზე მიზანშეწონილობის კვლევა დასრულდა ინდოეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც. მისივე განმარტებით, საგარეო ვაჭრობის მიმართულებით გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის გაფორმება იყო