საგარეო უწყების განცხადებით, ენგურის გადმოკვეთისას საქართველოს მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება - Palitra News

საგარეო უწყების განცხადებით, ენგურის გადმოკვეთისას საქართველოს მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება

2021-04-07 16:13:03+04:00

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდინარე ენგურის გადმოკვეთისას დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების შეფასებით, აღნიშნული რუსეთის უკანონო ოკუპაციის მორიგ უმძიმეს ადამიანურ საფასურს წარმოადგენს და ნათლად აჩვენებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის აუტანელ საცხოვრებელ პირობებს.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, ამ ტრაგედიაზე ისევე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.