"პატრიოტთა ალიანსის" ორგანიზებულ აქციაზე, აქციის მონაწილეების საგარეო უწყებაში შესვლის მცდელობას, სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.
"პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა სამინისტროს მხრიდან პასუხი არ მიუღიათ. აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები დევიდ კრამერის, "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადებას ითხოვენ და ამერიკის საელჩოსათან აქციას აანონსებენ.