საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების „უხეშ დარღვევად“ აფასებს. აღნიშნული წარმოადგენს მოსკოვის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავს ეთნიკური წმენდისა და სამხედრო ოკუპაციის მეშვეობით სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იხილეთ: