საგარეო უწყება არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად, საკონსულო აღრიცხვაზე დადგნენ არაუგვიანეს 11 ნოემბრისა. ამასთან რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ რეჟიმშიც შესაბამისი ვებგვერდის მისამართი საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზეა მითითებული. არნიშნულ საკიტხზე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მოქმედებს ცხელი ხაზი. ბოლო ინფორმაციის 4000-მდე საქართველოს მოქალაქემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისათვის ონლაინ რეჟიმში აღრიცხვაზე უკვე დადგა.