რომში, სამგზავრო ავტობუსში დაჭრილი საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოდან სახლშია გაწერილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც პალიტრანიუსს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ოფოციალური შეტყობინება საკონსულოში არ შესულა ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა ამის მიუხედავად კონსულს ჰქონდა კომუნიკაცია იტალიელ სამართალდამცავებთან.
შეგახსენებთ იტალიის დედაქალაქ რომში, ავტობუსში, მაროკოელმა საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Roma Today ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მაროკოელსა და საქართველოს მოქალაქეს შორის დაპირისპირება სამგზავრო ავტობუსში მოხდა, რის შემდეგაც მაროკოელმა მას ყელის არეში დანით ჭრილობა მიაყენა.