საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაური გარდაცვლილია. როგორც კონსტანტინიდიმ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს, ამიტომ სამინისტრო ამას არ დაადასტურებს.ქართველი მეზღვაური 22 წლის დავით რაზმაძე შორეულ ნაოსნობაში ლიბიაში იმყოფებოდა, როდესაც გაუჩინარდა. მისი სამძებრო სამუშაოები ორი კვირაა მიმდინარეობს.