საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქართველი დიპლომატების სახელით, მხარდაჭერას უცხადებს საქართველოში მოღვაწე ყველა დიპლომატს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ელჩები საკუთარ სახელმწიფოებს წარმოადგენენ და შესაბამისად, მათზე თავდასხმა ამ სახელმწიფოების შეურაცხყოფაა.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ გერმანიასთან საქართველოს მაღალი დონის პარტნიორობა აკავშირებს, რაც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით განმტკიცდა.
საგარეო უწყება გმობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მიმართ გაკეთებულ საჯარო კომენტარებს. უწყების შეფასებით, ელჩის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური კამპანია საქართველოში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას ემსახურება.