პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის მოადგილეები გიორგი ხელაშვილი და მარიამ ლაშხი იქნებიან. თავმჯდომარის მოადგილეები კომიტეტის წევრებმა სხდომაზე აირჩიეს.
ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, პირველი ინიციატივა, რომელიც უმრავლესობის გადაწყვეტილებით საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში დაინიცირდება, სწორედ საგარეო პოლიტიკის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლიცია იქნება.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე აირჩია. კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა პირველი მოადგილის პოსტზე მარიამ ქვრივიშვილი წარადგინა. კომიტეტის მოადგილე კი, ფრაქცია “ქართული ოცნების“ კვოტით, ლევან ქარუმიძე გახდა.
როგორც კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, 2024 წლისათვის საქართველო გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის შესახებ და ამ მხრივ, კომიტეტს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში შრომატევადი საქმიანობის გაწევა მოუწევს.
კომიტეტში ვაკანტურად რჩება თავმჯდომარის ერთი მოადგილის თანამდებობა, სადაც კანდიდატურის წარდგენის უფლება ოპოზიციას აქვს