საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების განცხადებით, სრულიად მიუღებელია მოსკოვის უკანონო განცხადებები საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელებაზე და საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მოლაპარაკებების ფარგლებში დაისვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლისა და მანდატის შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ოპერირების აუცილებლობა.