საგარეო საქმეთა სამინისტრო ყარაბაღის მიმართულებით იარაღის საქართველოს გავლით გადაზიდვას დეზინფორმაციას უწოდებს - Palitra News

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყარაბაღის მიმართულებით იარაღის საქართველოს გავლით გადაზიდვას დეზინფორმაციას უწოდებს

2020-10-13 14:45:07+04:00

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით სამხედრო გადაზიდვები, საქართველოს გავლით სამოქალაქო ფრენების მეშვეობით ხორციელდება. უწყება აღნიშნულს „ინფორმაციით მანიპულირებად“ აფასებს.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აცხადებს, კონკრეტული გადამზიდავის და ტვირთის მფლობელის პასუხისმგებლობაა სრულად დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და არ გამოიყენოს ბოროტად ჰუმანიტარული დერეფნები.

ამასთან, დარსალია ამბობს, რომ სამხედრო ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით არ ხორციელდება.