საგარეო საქმეთა სამინისტრო ერაყში მყოფ ქართველებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს - Palitra News

საგარეო საქმეთა სამინისტრო ერაყში მყოფ ქართველებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

2020-01-04 14:15:04+04:00

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ერაყში მყოფი საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით გაფრთხილებული არიან. იქიდან გამომდინარე რომ ერაყში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა არ აქვს, ერაყში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან კონტაქტზე იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საელჩო იმყოფება. საგარეო უწყების ცნობით არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა ერაყში მცხოვრები ქართველების შესახებ, თუმცა საპატიო კონსულების მეშვეობით ხდება კომუნიკაცია იმ ქართველებთან, ვის შესახებაც არსებობს ინფორმაცია და უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით ყველა მათგანი გაფრთხილებულია. შეგახსენებთ, რომ ბაღდადის აეროპორტში სამხედრო ოპერაციის დროს, ირანის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი, „ყუდსის ძალების“ გენერალი, ყასიმ სულეიმანი დაიღუპა. სიტუაციის დაძაბვის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ერაყი.