00:00 / 00:00

საგარეო საქმეთა სამინისტრი - საქართველო ვერ იქნება ჩართული იმ სამშვიდობო პლატფორმაში, სადაც ოკუპანტი ქვეყანა მონაწილეობს

საქართველო ვერ იქნება ჩართული იმ სამშვიდობო პლატფორმაში, სადაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყანა მონაწილეობს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამით მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა რუსულ მედიაში გავრცელებულ სერგეი ლავროვის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „რუსეთი მიესალმება ირანის, თურქეთის, საქართველოსა და ევროპის რამდენიმე ქვეყნის მისწრაფებას, მონაწილეობა მიიღონ მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის აღდგენაში. უკვე ისმის ინიციატივები, რომ აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო, რუსეთის, ირანისა და თურქეთის მონაწილეობით, ახალი რეალობის გათვალისწინებით, რეგიონში ურთიერთობის დამყარებას ცდილობენ“.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ვიდრე არ იქნება გადადგმული დეოკუპაციის კუთხით შესაბამისი ნაბიჯები, მსგავსი ინიციატივა ვერ იქნება პერსპექტიული.

ახალი ამბები

ყველა

ანონი ინდუსტრიული ზონების შესახებ და ათი კანონი რომელიც უნდა მიიღო "სანამ ცოცხალი ხარ" - Tbilisi Fre...

ანონი ინდუსტრიული ზონების შესახებ და ათი კანონი რომელიც უნდა მიიღო "სანამ ცოცხალი ხარ" - Tbilisi Free Zone I თბილისის თავისუფალი ზონის დამფუძნებელი, სოსო ნიბლაძე გადაცემაში "სანდრო ვეფხვაძე შენობით ბიზნესთან"

ვიქტორ ყიფიანი - დამოუკიდებლობაზე „ქართული ოცნების” მართვის სისტემაში ხომ საუბარი ზედმეტია, მაგრამ შ...

ვიქტორ ყიფიანი - დამოუკიდებლობაზე „ქართული ოცნების” მართვის სისტემაში ხომ საუბარი ზედმეტია, მაგრამ შედარებით ავტონომიურობაზე, ალბათ, შესაძლებელია, ჩვენ დაშვება გავაკეთოთ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს, რომელიც „საქართველოს პარლამენტის დროებით...

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს, რომელიც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზეა" ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ირაკლი კობახიძე - ჯაფარიძეს და ხაზარაძეს არაფერი აქვთ სათქმელი, ისინი საგამოძიებო კომისიაში მისვლას ...

ირაკლი კობახიძე - ჯაფარიძეს და ხაზარაძეს არაფერი აქვთ სათქმელი, ისინი საგამოძიებო კომისიაში მისვლას გაურბიან, ეს მათი არჩევანია - საქართველოში მოქმედებს კანონები და პროცედურები ამ კანონების მიხედვით გაგრძელდება

კომენტარები: (0)
გააკეთე კომენტარი