საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისში დიასპორის ფორუმი გახსნა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით ორგანიზებული შეხვედრის მონაწილეები არსებულ გამოწვევებსა და კავშირების გაღრმავების პერსპექტივებზე მსჯელობენ. ფორუმს ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნაში მოქმედი დიასპორების წარმომადგენლები, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი და პრემიერ მინისტრი.საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, დიასპორის როლსა და სამომავლო აქტივობებზე ისაუბრა.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, აღნიშნავს, რომ დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერება იგეგმება. მისი თქმით, სახელმწიფოში არსებული პროგრამების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით, სპეციალური აპლიკაცია შეიქმნება.