საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტს, მანმადე კი რეზოლუციის პროექტს ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებში განიხილავენ.
დეპუტატების თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული დოკუმენტის მთავარი მიზანი ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და პრობლემის მშვიდობიანი გზით დარეგულირებაა.
„ქართული ოცნების“ წევრები საგარეო ასპარეზზე ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად საერთაშორისო თანამეგობრიბის მხარდაჭერის მაქსიმალურად მობილიზებას გეგმავენ.