ლილოს ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი რამდენიმე მაღაზიაზე იყო გავრცელებული და ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე 9 სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
არსებობდა ცეცხლის სხვა მაღაზიებზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და სიტუაციის გაკონტროლება. ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.