საგანგებო სიტუაციების მართვის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსი თემურ მონიავა არ აკონკრეტებს, აღენიშნება თუ არა რაიმე დაზიანება 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარს და აცხადებს, რომ აღნიშნულს შესაბამისი უწყებები გამოძიებით დაადგენენ. შეგახსენებთ ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი 14 საათისთვის 4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ იპოვეს.
სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო 70 მეხანძრე-მაშველი, ასევე 7 გასაბერი ნავი, შესაბამისი საძიებო სისტემით აღჭურვილი, რომელიც სკანირებას ახდენს მთლიანი წყლის ქვედა პერიმეტრის. ასევე, 4 დღის განმავლობაში უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა სამაშველო ოპერაციის კოორდინირება.
ცნობისთვის, 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. ბოლოს ახალგაზრდა მეგობრის დაბადების დღეზე მცხეთაში იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით აგარაკზე ახალგაზრდებს შორის შელაპარაკებებსაც ჰქონდა ადგილი.