საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 7 რეანომობილი და სასწრაფოს 2 სპეცმანქანა შეემატა - Palitra News

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 7 რეანომობილი და სასწრაფოს 2 სპეცმანქანა შეემატა

2019-06-07 15:14:06+04:00

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკს 7 რეანომობილი და სასწრაფოს 2 სპეცმანქანა შეემატა. რეანომობილები კლინიკებს შორის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა გადასაყვანად და საგანგებო სიტუაციების დროს, ადგილზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიწოდებისთვის გამოიყენება. ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული სპეცტრანსპორტით ყველა სიმძიმის პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირება იქნება უზრუნველყოფილი.