საგანგებო შტაბი ბორჯომში ვითარების შესახებ მორიგ განცხადებას ავრცელებს. შტაბის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზების პროცესში, ამ დროისთვის, 3 ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი და ათეულობით მძიმე ტექნიკაა ჩართული, რომელთა მობილიზებაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან განხორციელდა. გაიჭრა 3 კილომეტრიანი გზა არჯევანის ტყიდან ხანძრის მიმართულებით თროთის მთამდე, რამაც შესაძლებელი გახადა ხანძრის მთავარ კერამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეუფერხებელი გადაადგილება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგანგებო შტაბის წევრებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე რჩება. საგანგებო შტაბი შესაბამისი სამოქმედო გეგმით მუშაობს. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენელი, რომლებიც კოორდინირებულად მუშაობენ ხანძრის ლოკალიზებაზე. ხანძრის ლოკალიზებას ამ ეტაპზეც მეტეოროლოგიური პირობები ართულებს - ძლიერდება ქარი და ამასთან, ფიქსირდება მაღალი ტემპერატურა.
იხილეთ: