საგანგებო შტაბი ბორჯომის ხეობასა და სხვა რეგიონებში ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ამ ეტაპზე ყველაზე რთული კერა არდაგანშია, ამ მონაკვეთზე გუშინაც მძიმე ვითარება იყო. არდაგანის მონაკვეთზე ინტენსიურად მუშაობს ავიაცია. მაღალი ტემპერატურის გამო მთელ რიგ ადგილებში შეიმჩნევა ტორფის გავრცელება, რაც სიტუაციას ართულებს.რაც შეეხება სხვა რეგიონებში მიმდინარე ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს, საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ამ დროისათვის ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ადგილზე შეინიშნება დაკვამლიანების რამდენიმე კერა, რომლებიც შემოსაზღვრულია თხრილებით, რაც ცეცხლის გავრცელების საფრთხეს ანეიტრალებს. ხანძარი ლიკვიდირებულია დუშეთის რაიონის, სოფელ ზემო თვალივში ვერტმფრენმა მუშაობა სტიქიის ზონაში უკვე დაასრულა. საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ატენის ხეობაში თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვლადიმერ ჩაჩიბაია ჩავლენ, რადგან ადგილზე გაეცნონ ვითარებას.