მთავრობამ იმ ეკონომიკური საქმიანობების განახლებული ჩამონათვალი დაამტკიცა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში არ იზღუდება.დადგენილების მიხედვით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში, სასტუმროებისა და განთავსების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობები დასაშვები იქნება მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთვის.
ამასთან, დადგენილებაში მათ შორის განსაზღვრულია, საქმიანობები, რომელთაც მხოლოდ დისტანციურად მუშაობის უფლება აქვთ. კერძოდ, ამ ეკონომიკურ საქმიანობებს შორისაა მათ შორის: სადაზღვევო და სალიზინგო; სარეკლამო სააგენტოების; არქიტექტურული საქმიანობა; იურიდიული მომსახურება; არბიტრაჟი და მედიაცია და ა.შ.