პრემიერ-მინისტრის პრესპიკერის მამუკა ჩიქოვანის განცხადებით მთავრობა აპრილის ბოლოს იმოქმედებს ზუსტად იმ ვითარებიდან გამომდინარე რომელიც იქნება ქვეყანაში. კითხვაზე ხომ არ იგეგმება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება იმის გათვალისწინებით რომ ვირუსის პიკი აპრილის ბოლოს არის მოსალოდნელი ჩიქოვანი პასუხობს, რომ საკოორდინაციო საბჭოსა და მთავრობის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ეყრდნობა პროფესიონალების, მედიკოსებისა და ეპიდემიოლოგების დასკვნებს, ასევე იმ გათვლებსა და მოლოდინებს, რომელიც შეიძლება რეალობის გათვალისწინებით დადგეს. მისი თქმით საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება აპრილის ბოლოს არსებული რეალობიდან გამოდმინარე იქნება მიღებული.