2018 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 173%-ით გაიზარდა. კერძოდ, თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 5 მილიარდ 60 მილიონი იყო, 2018 წელს ეს მაჩვენებლი 8 მილიარდ 746 მილიონით გაიზარდა და 13 მილიარდ 806 მილიონი ლარი შეადგინა. როგორც ამ ციფრებიდან ჩანს, საქართველოში აზარტული თამაშების ბრუნვა ყოველწლიურად კოლოსალურად იზრდება, რის მიზეზადაც არასამთავრობოები, ამ მიმართულებით მცირე შეზღუდვებს და მოსახლეობის არაინფორმირებულობას ასახელებენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში შესული იყო კანონპროეტი, რომლსაც გარკვეული შეზღუდვები უნდა დაეწესებინა სათამაშო ბიზნესისთვის და რომლის ერთ-ერთი ინიციატორი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი იყო,, თუმცა როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობამ აზარტული ტამაშების რეკლამის აკრზალვის შესახებ კანონპროეტი არ განიხილა. აღსანიშნავია, რომ ვაჭრობის შემდეგ სათამაშო ბიზნესის ბრუნბის მოცულობა საგრძნობლად უსწრებს ისეთ სფეროებს, როგორიცაა მშენებლობა , დამამუშავებელი მრეწველობა, ენერგორესურსების ბაზარი და სხვა. ამასთან 2018 წელს საქართველოში მთლიანად ბიზნეს- სექტორის ბრუნვამ 86 მილიარდ 6 მილიონი ლარი შეადგინა, სათამაშო ბიზნესის წილი კი ამაში თითქმის 16%- სშადგენა.