თბილისში ჰაერის დამაბინძურებელ კომპონენტებს შორის მნიშვნელოვანი წვლილი მტვერს აქვს. ამასთან, დედაქალაქში მტვერმა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას რამდენჯერმე გადააჭარბა. ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ კვლევა პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ჩაატარა. კვლევის თანახმად, CO-ს შემცველობა ატმოსფერულ ჰაერში მკვეთრად დამოკიდებულია ქალაქში არსებული ავტომანქანების რაოდენობასა და მათი მოძრაობის ინტენსივობაზე. ამასთან, თუ ჰაერის დაბინძურებამ სამუშაო დღეებში ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას მიაღწია, კვირა დღეს დაბინძურება 2-ჯერ ნაკლები იყო.