მეცნიერებმა კვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ ზღვის ფრინველების 95% პლასტიკის ნარჩენების შედეგად კვდება. მეცნიერებმა დასკვნა ფრინველ „ქარიშხალაზე“ დაკვირვების შედეგად გააკეთეს, რომელიც დანიის სანაპიროზე ბინადრობს. მკვდარი ფრინველების კუჭში მათ პლასტიკის ნარჩენი იპოვეს.
მსოფლიო ოკეანეში პლასტუკური ნაგვის რაოდენობამ სერიოზული ეკოლოგიური პრობლემა შექმნა. 2019 წლის მარტში ფილიპინებთან აღმოაჩინეს მკვდარი ზვიგენი, რომელსაც მუცელში 40 კილოგრამი პლასტიკური ნარჩენი ჰქონდა.
ევროკავშირმა ახლახანს მხარი დაუჭირა 2021 წლიდან ერთგვაროვანი პლასტიკური ნაწარმის აკრძალვას. კერძოდ აიკრძალა პლასტიკის დანა-ჩანგლის, თეფშების, ყურის ჩხირების წარმოება. ევროკომისიის შეფასებით, სწორედ ამ ნაწარმის 70% აბინძურებს მსოფლიო ოკეანეს.
პლასტიკის ნარჩენები ყველაზე მეტად ხვდება წყლის კუს, ზვიგენის, ზღვის ფრინველის კუჭში და მათ სიკვდილს იწვევს. მსოფლიოში მოსახლეობის მიერ მოხმარებული პლასტიკური ჭურჭელი და სხვა ნივთები, ხშირ შემთხვევაში, ზღვებსა და ოკეანეებში იდებს ბინას. ყველაზე მეტი ნარჩენი არქტიკის ტერიტორიაზე იყრის თავს და წყლის დაბინძურების დონის მატება სულ უფრო მეტ ცოცხალ ორგანიზმს იწირავს.
ბოლო 67 წელიწადში კაცობრიობამ 8,3 მილიარდი ტონა პლასტიკური მასალა შექმნა. მხოლოდ 2015 წლისთვის კაცობრიობამ 6,3 მილიარდი ტონა პლასტმასი გამოიყენა. მათგან ხელმეორე გამოყენებისთვის მხოლოდ 9% გადაამუშავეს, 12% კი დაწვეს. დარჩენილი ნაგავი ხმელეთისა და ოკეანის ზედაპირზე რჩება.