საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღეს. გამოვლენილია არალეგალური თამბაქოს შენახვა - გადაზიდვის სამი ფაქტი. სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აჭარის, ქვემო ქართლის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირების საცხოვრებელი სახლიდან და სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, დიდი ოდენობით - 4 110 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.