საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ბრალდებული, ქალაქ რუსთავში, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლური სასმელის რეალიზაციას შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე ახდენდა. აღნიშნული დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.