ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ირანის მოქალაქე დაარწმუნა, რომ პირადობის მოწმობისა და პარპორტის მიღებაში დაეხმარებოდა, რაშიც 7 000 დოლარი მოსთხოვა. ბრალდებული მოთხოვნილი თანხის ნაწილის აღების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.