ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.
როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ერთ - ერთ მოქალაქეს, შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, საცხოვრებელი სახლის სარდაფში, მალულად განთავსებული ჰქონდა და ხე-ტყის სახერხ დანადგარს ამუშავებდა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ლენტური ხერხი, ასევე დიდი ოდენობით ფიცარი და ხის მორები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით ითვალისწინებს.