საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით, საქართველოში შემოიტანა 228 150 ლარის ღირებულების 195 მოტოციკლი, რომელთა რეალიზაციისას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საბაჟო დეკლარაციებში დააფიქსირა შემცირებული მონაცემები მოტოციკლეტების ძრავის კუბატურობის მოცულობის თაობაზე, რა გზითაც თავი აარიდა საბაჟო მოსაკრებლებისა და გადასახადების სრულად გადახდას.
ნივთმტკიცებად კომპანიიდან ამოღებულია საბაჟო წესების დარღვევით იმპორტირებული 39 მოტოციკლი.