ფინანსთა სამინისტრომ ყალბი აქციზური მარკის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და გაასაღა მარკირებას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელის ნიშანდებისათვის განკუთვნილი, დიდი ოდენობით - 3 144 ცალი ყალბი აქციზური მარკა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 - დან 6 წლამდე ვადით.