საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. დაკავებული საბაჟო - გამშვები პუნქტი "ყაზბეგის" გავლით, საქართველოდან რუსეთში სატვირთო ავტომანქანით ყვავილები გადაჰქონდა. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ, ბრალდებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობის უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას ცდილობდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 217 500 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი.