საგამოძიებო სამსახურმა მოტყუებით ქონებრივი დაზიანებისა და ყალბი საგადასახადო და საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, სამი სხვადასხვა შპს-ს ხელმძღვანელი პირი დააკავა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა საკუთარი კომპანიების სახელით იმპორტირებულ საქონელზე არ მოახდინა გადასახდელების გადახდა, რითაც ბიუჯეტი დააზარალა.