07:12
20 ოქტომბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
საგამოძიებო სამსახური - გამოვლენილი და თავიდან აცილებულია ბიუჯეტისთვის 100 მილიონ ლარამდე ზიანის მიყენების საფრთხე
13-08-2019

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა და თავიდან აიცილა 100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა და შესაბამისად, თავიდან იქნა აცილებული ამავე ოდენობის ზიანის მიყენების საფრთხე სახელმწიფო ბიუჯეტისათვის, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მიხეილ ონიანმა ბრიფინგზე განაცხადა.


მისი განცხადებით, გამოძიების ფარგლებში მხილებულია ფართომასშტაბიანი დანაშაულებრივი სქემა დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტებზე.

გამომძიებლის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 9 სისხლის სამართლის საქმეზე 53 პირის მიმართ, მათგან 38 პირი პატიმრობაში იმყოფება. პასუხისგებაში მიცემულ პირთა უმრავლესობა სხვადასხვა კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელია, ხოლო ნაწილი - კომპანიების ფაქტობრივი მმართველი.

ამასთან, როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, გამოძიება, ასევე მიმდინარეობს, აღნიშნულ სქემაში შესაძლო მონაწილე საჯარო მოხელეთა გამოვლენის მიზნითაც.

AutoPlay
პრემიერი ე.წ. მუქარის წერილზე - ბატონებო, ძალიან გთხოვთ, მიბრძანდით, მიიტანეთ რაც გაქვთ
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
პოლიტიკოსები სოფელ ატოცში მიმდინარე პროცესებს აფასებენ
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
პარლამენტში შს მინისტრის მონაწილეობით ნდობის ჯგუფის სხდომა გაიმართა
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
კახა კალაძე - მერია და გამგეობა ყველაფერს გააკეთებს, რომ რაც დაუზიანდათ და გაუფუჭდათ, დავეხმაროთ აღდგენასა და მოწესრიგებაში
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
შსს-მ კახეთში ნარკორეალიზატორი დააკავა
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
საგარეო საქმეთა სამინისტრო სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელებას გმობს
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები