საგამოძიებო ორგანოები დაკავებული არიან თეატრალური დადგმებით და პოლიტიკური შოუების გაკეთებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირაკლი აბესაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ამ კონტექსტში აბესაძე შეეხო საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლების მიმართ განხორციელებულ "თითქოს მუქარას". აბესაძე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით მათიკაშვილის განცხადებას „რუსთავი 2“-ის საქმეთან დაკავშირებით.